top of page

ფსიქოდინამიკური და ანთროპოანალიზური ფსიქოკონსულტირების სასწავლო პროგრამა (1 წელი)

download (1).jfif
არსი SVG.png

ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ გივი მერაბიშვილის ფსიქოთერაპიული სასწავლო აკადემიის ფარგლებში ახორციელებს ფსიქოდინამიკური და ანთროპოანალიზური ფსიქოკონსულტირების 1 წლიან სასწავლო პროგრამას.

პროგრამის მიზანია კანდიდატებმა შეისწავლონ ფსიქოდინამიკური და ანთროპოანალიზური ფსიქოკონსულტირების პროცესი და მეთოდოლოგია, რათა ეფექტურად გამოიყენონ პრაქტიკაში.

პროგრამის ზოგადი მიმოხილვა:

 

სწავლის ხანგრძლივობა და მიმდინარეობა:

 

1 წელი, 5-6 საათიანი დატვირთვა კვირაში.

სამუშაო ენა: ქართული

 

პროგრამის წამყვანია ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ დირექტორი თამარ მერაბიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სამედიცინო ფსიქოლოგიის მაგისტრი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

პროგრამის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი (ქართული, ინგლისური) სერთიფიკატი.

კანდიდატები უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ლიტერატურით.

 

სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტები:

1.თეორია-მეთოდოლოგია

2.ანალიზური წერა (რეფერატი; პრეზენტაცია)

3.პრაქტიკული სამუშაო

4.Case Study

 

სწავლის შეფასების ინდიკატორები:

  • ანალიზური წერა (რეფერატი; პრეზენტაცია)

  • პრაქტიკული სამუშაო

  • Case Study

  • საკუთარი კლინიკური პრაქტიკიდან ქეისის ორგანიზება/მოდელირება

  • კვლევითი ნაშრომი

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

 

ბაკალავრის, მაგისტრის და/ან დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატები სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, მედიცინა, ფილოსოფია, სოციოლოგია, სოციალური მუშაობა...

 

პროგრამაში ჩართვის მიზნით კანდიდატებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ მეილზე: psychoarsi.center@gmail.com

  1. პირადობის მოწმობის ასლი

  2. CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე)

  3. ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის დიპლომის ასლი

​​

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, კანდიდატების პროგრამაზე მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე და შემდგომ გაფორმდება მათთან ხელშეკრულება.

 

პროგრამის განმხორციელებელი ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი არსი; დირექტორი თამარ მერაბიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

სწავლის ღირებულება და გადახდის პირობები:

წელიწადში 2500 ევროს ექვივალენტი ლარში. (გადახდა შესაძლებელია 3-4 ნაწილად)

bottom of page