ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის შემსწავლელი პოსტდიპლომური სასწავლო ევროპული სტანდარტიზებული პროგრამა (4 წელი)


ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ გივი მერაბიშვილის ფსიქოთერაპიული სასწავლო აკადემიის ფარგლებში ახორციელებს ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტიზებულ პროგრამას, პოსტდიპლომური განათლების ფარგლებში.
ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ ამჟამად არის EAP-ის (European Association for Psychotherapy) წარმომადგენლის NUO-ს (National Umbrella Organization) წევრი.


პროგრამის მიზანია კანდიდატებმა, მომავალმა ფსიქოთერაპევტებმა, სიღმისეულად შეისწავლონ ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის წარმოება; ანთროპოანალიზის წარმოება, რათა ეფექტურად გამოიყენონ კლინიკურ პრაქტიკაში.
პროგრამის ზოგადი მიმოხილვა:
სწავლის ხანგრძლივობა და მიმდინარეობა:
4 წელი, 7-8 საათიანი დატვირთვა კვირაში.
სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტები:
1.თეორია-მეთოდოლოგია
2.პირადი ფსიქოთერაპია
3.კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ
4.სუპერვიზია
5.კვლევითი ნაშრომი
სწავლის შეფასების ინდიკატორები:
-
ანალიზური წერა (რეფერატი; პრეზენტაცია)
-
პრაქტიკული სამუშაო
-
Case Study
-
საკუთარი კლინიკური პრაქტიკიდან ქეისის ორგანიზება/მოდელირება
-
კვლევითი ნაშრომი
პროგრამაზე მიღების წინაპირობები:
ბაკალავრის, მაგისტრის და/ან დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატები სოციალურ და ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, მედიცინა, ფილოსოფია, სოციოლოგია, სოციალური მუშაობა...
პროგრამაში ჩართვის მიზნით კანდიდატებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ მეილზე: psychoarsi.center@gmail.com
-
პირადობის მოწმობის ასლი
-
CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
-
ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის დიპლომის ასლი
დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, კანდიდატების პროგრამაზე მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე და შემდგომ გაფორმდება მათთან ხელშეკრულება.
პროგრამის განმხორციელებელი ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი არსი; დირექტორი თამარ მერაბიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
სწავლის ღირებულება და გადახდის პირობები:
წელიწადში 2500 ევროს ექვივალენტი ლარში. (გადახდა შესაძლებელია 3-4 ნაწილად)
