ფსიქოარსის შესახებ
ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ 2000 წელს დააფუძნა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ფსიქოთერაპევტმა, გივი მერაბიშვილმა. მისი ფსიქოთერაპიული საქმიანობა და კვლევა იწყება 1992 წლიდან ფსიქოთერაპიულ კავშირ „მენცარში“. 90-იანი წლების ბოლოს კი გივი მერაბიშვილმა ჩამოაყალიბა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა „ანთროპოანალიზი“ და დააარსა ფსიქოთერაპიული ცენტრი.
2000 წლიდან „არსი“, თავის გუნდთან ერთად, უწყვეტად ეწევა ფსიქოთერაპიულ საქმიანობას და ფსიქოთერაპიის სწავლებას. სწორედ, გივი მერაბიშვილის დამსახურება და მონაპოვარია ის წარმატებული კლინიკური შედეგები და ფსიქოთერაპევტთა გუნდი, რომლითაც დაკომპლექტებულია დღეს „არსი“.
დღესაც, ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ ახორციელებს ფსიქოთერაპიულ, ფსიქორეაბილიტაციურ სამუშაოს სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური პრობლემების მქონე პაციენტებთან; ფსიქოთერაპიული მუშაობა ხდება როგორც ბავშვებთან, ასევე მოზარდებთან და ზრდასრულებთან. ორგანიზაცია ატარებს კონსულტაციებს მშობლებთან ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით. „არსი“ ასევე ახორციელებს ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგიის, „ანთროპოანალიზის“ სწავლებას.
„ანთროპოანალიზი“ თავისი არსით ფსიქოდინამიკური, სიღრმის ფსიქოლოგიის მიმდინარეობაა, რომელიც დაფუძნებულია კლასიკურ ფსიქოანალიზსა და განწყობის ფსიქოლოგიაზე
.
2025 წლიდან ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ დირექტორია თამარ მერაბიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, MSc, PhD.
2025 წელს ცენტრი „არსი“ გახდა საქართველოში EAP-ის (European Association for Psychotherapy) წარმომადგენლის NUO-ს (National Umbrella Organization) წევრი; შეიმუშავა ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის პოსტდიპლომური სწავლების ევროპული სტანდარტიზებული პროგრამა და იწვევს მსურველებს ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიისა და ანთროპოანალიზის შესასწავლად.
მაშასადამე, ფსიქოარსის მისიაა:
-
საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ხარისხიანი, კვალიფიციური, ეთიკური ფსიქოთერაპიის წარმოება ფსიქოდინამიკური და ანთროპოანალიზური მოდალობით სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის და ფსიქოლოგიური პრობლემატიკის მქონე პაციენტებთან; ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა.
-
ფსიქოთერაპიის პროფესიული და ეთიკური პრაქტიკის განვითარება.
-
კვალიფიციური აკადემიური კვლევების განხორციელება ფსიქოთერაპიაში.
-
ფსიქოდინამიკური და ანთროპოანალიზური ფსიქოთერაპიის სიღრმისეული სწავლება და კვალიფიციური, პასუხისმგებლობით სავსე, ეთიკური ფსიქოთერაპევტების მომზადება.
„არსის“ ყველა თანამშრომელი ხელმძღვანელობს ორგანიზაციული და პროფესიული ეთიკით, კეთილსინდისიერებით, პროფესიული კომპეტენციითა და პასუხისმგებლობით; ზრუნავს პაციენტის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე; იცავს პროფესიულ საზღვრებს. „არსის“ გუნდი კოლეგიალურია. ორგანიზაცია ხელს უწყობს პროფესიულ თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.

