
გივი მერაბიშვილი
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქოარსის დამფუძნებელი
1964 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით.
1968-1972 წწ. დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი.
1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი.
1972-1975 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე.
1978-2006 წწ. ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; პროფესორი; კათედრის გამგე; ლაბორატორიის გამგე.
1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2000 წელს დააარსა ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“, რომელიც დღემდე ახორციელებს ფსიქოთერაპიულ, ფსიქოკონსულტაციურ, ფსიქოპროფილაქტიკურ საქმიანობას; ფსიქოდინამიკური, ანთროპოანალიზური ფსიქოთერაპიის სწავლებას.
გივი მერაბიშვილის მიღწევები მეცნიერებისა და პრაქტიკის სფეროში
1. მონაპოვრები განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში:
ა) პათოლოგიური განწყობის ფორმირებისა და შეცვლის კანონზომიერებები;
ბ) ასიმილაციური მოქმედებისა და კონტრასტული განცდის კანონი;
გ) მცდარი განწყობისეული მოქმედების გასწორება არაცნობიერ დონეზე;
დ) მასობრივი და ინდივიდუალური განწყობის კანონზომიერებები.
2. ექსპერიმენტულად დაადგინა, რომ მძღოლის პროფესიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა არა რეაქციის სისწრაფე, კარგი ყურადღება თუ მეხსიერება, არამედ ანტიციპაცია.
3. შექმნა ყურადღებისა და ანტიციპაციის საკვლევი ტესტები.
4. პირველად დასვა ბიოლოგიურ-სოციალურ პრობლემატიკაში ფსიქიკურის ადგილის საკითხი, ჩამოაყალიბა სამწევრიანი სისტემა „სოციალური-ფსიქიკური-ბიოლოგიური“ და ექსპერიმენტულად დაამტკიცა ფსიქიკურის წამყვანი როლი ადამიანის აქტივობაში.
5. შექმნა ორიგინალური ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა „ანთროპოანალიზი“.
ანთროპოანალიზში ახლებურადაა გადაჭრილი ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
1. ფსიქიკურ აშლილობათა მიზეზი;
2. რისკ-ფაქტორები;
3. სიმპტომატიკა;
4. რეფლექსიისა და წარმოსახვის გადამწყვეტი როლის აღმოჩენა;
5. ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიტერიუმის დადგენა.
6. მოამზადა და პრაქტიკულად განახორციელა მშობელთა და აღმზრდელთა ტრენირების სისტემა ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკაში.
გამოქვეყნებული აქვს 197 ნაშრომი, მათ შორის 14 მონოგრაფია, 5 სახელმძღვანელო.
გივი მერაბიშვილს აქვს ფსიქოთერაპიაში მუშაობის 35+ წლიანი გამოცდილება. ის დღესაც, 85 წლის ასაკში, აქტიურად ეწევა ფსიქოთერაპიულ საქმიანობას და სუპერვიზიას დამწყები თუ მოქმედი ფსიქოთერაპევტებისთვის.
