top of page

ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის სასწავლო პროგრამა (6 თვე)

Therapy Sessions for Children.webp
არსი SVG.png

ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ გივი მერაბიშვილის ფსიქოთერაპიული სასწავლო აკადემიის ფარგლებში ახორციელებს ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის 6 თვიან სასწავლო პროგრამას.

პროგრამის მიზანია კანდიდატებმა, მშობლებმა, მომავალმა მშობლებმა, აღმზრდელებმა, ძიძებმა, ბაღების აღმზრდელებმა და პედაგოგებმა შეისწავლონ „ანთროპოანალიზის“ ბაზაზე შემუშავებული ფსიქოსაგანმანათლებლო ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის თეორია-მეთოდოლოგია, რათა ეფექტურად გამოიყენონ ბავშვთა აღზრდა-განვითარების პერიოდში მათი ფსიქიკური მდგრადობის ჩამოყალიბებისა და კეთილდღეობისთვის.

The Ultimate Guide to Intentional Parenting_ Everything You Need to Succeed as a Family.jf

ფსიქოპროფილაქტიკა პრევენციული ღონისძიებების გატარება, სწორი მიდგომების წარმოებაა ბავშვთა ადრეული განვითარების პერიოდში (გასაკუთრებით 6 წლამდე), შემდგომში ფსიქოლოგიური სირთულეებისა და ფსიქიკურ აშლილობათა პრევენციისთვის.

 

ვინაიდან, ფსიქოდინამიკური თეორიების, მათ შორის, ანთროპოანალიზის მიხედვით, 6 წლამდე ასაკობრივ პერიოდში, ბავშვი განსაკუთრებით მოწყვლადია, ადვილად იღებს ფსიქიკურ ტრავმებს. ამ ფონზე უყალიბდება ხასიათი, ბაზისური რწმენა-წარმოდგენები, პათოლოგიური განწყობა, რაც სამომავლოდ განაპირობებს მათ ცხოვრებას, ფსიქოლოგიური სირთულეების თუ აშლილობების ალბათობებს.

 

ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა კიდევ უფრო აფართოებს ანთროპოანალიზის ფარგლებს. რამდენადაც პათოლოგიური განწყობის ფორმირება ექვს წლამდე ასაკში ხდება, ამოცანა ითვალისწინებს ამ პერიოდშივე მის განეიტრალებას.

პროგრამის ზოგადი მიმოხილვა:

 

სწავლის ხანგრძლივობა და მიმდინარეობა:

6 თვე, კვირაში 3-4 საათიანი დატვირთვა.

სამუშაო ენა: ქართული.

პროგრამის წამყვანები არიან:

1.თამარ მერაბიშვილი - ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ „არსის“ დირექტორი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, სამედიცინო ფსიქოლოგიის მაგისტრი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

2.მარი ხმალაძე - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი.

3.მარიამ დემეტრაშვილი - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ქცევის თერაპევტი, ადრეული განვითარების სპეციალისტი.

პროგრამის დასრულებისას გაიცემა ორენოვანი (ქართული, ინგლისური) სერთიფიკატი.

კანდიდატები უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ლიტერატურით.

 

სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები:

1.თეორია-მეთოდოლოგია

2.პრაქტიკული სამუშაო

3.Case Study

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობები:

პროგრამაში ჩართვის მიზნით კანდიდატებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ მეილზე: psychoarsi.center@gmail.com

  1. პირადობის მოწმობის ასლი

  2. CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე)

  3. ბაკალავრის/მაგისტრის/დოქტორის დიპლომის ასლი

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, კანდიდატების პროგრამაზე მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე და შემდგომ გაფორმდება მათთან ხელშეკრულება.

სწავლის ღირებულება და გადახდის პირობები:

bottom of page