
მშობე ლთა ფსიქოკონსულტაცია და ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა
ფსიქოპროფილაქტიკა პრევენციული ღონისძიებების გატარება, სწორი მიდგომების წარმოებაა ბავშვთა ადრეული განვითარების პერიოდში (გასაკუთრებით 6 წლამდე), შემდგომში ფსიქოლოგიური სირთულეებისა და ფსიქიკურ აშლილობათა პრევენციისთვის. ვინაიდან, ფსიქოდინამიკური თეორიების, მათ შორის, ანთროპოანალიზის მიხედვით, 6 წლამდე ასაკობრივ პერიოდში, ბავშვი განსაკუთრებით მოწყვლადია, ადვილად იღებს ფსიქიკურ ტრავმებს. ამ ფონზე უყალიბდება ხასიათი, ბაზისური რწმენა-წარმოდგენები, პათოლოგიური განწყობა, რაც სამომავლოდ განაპირობებს მათ ცხოვრებას, ფსიქოლოგიური სირთულეების თუ აშლილობების ალბათობებს.
ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკა კიდევ უფრო აფართოებს ანთროპოანალიზის ფარგლებს. რამდენადაც პათოლოგიური განწყობის ფორმირება ექვს წლამდე ასაკში ხდება, ამოცანა ითვალისწინებს ამ პერიოდშივე მის განეიტრალებას. განისაზღვრა, რომ ფსიქოპროფილაქტიკური და ფსიქოჰიგიენური ღონისძიებების გატარება წარმატებით შეუძლიათ სათანადოდ მომზადებულ მშობლებსა და აღმზრდელებს.
ფსიქოფიზიოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „არსი“ ატარებს კონსულტაციებს მშობლებთან, მომავალ მშობლებთან, აღმზრდელებთან, ძიძებთან ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით.ბავშვთა ფსიქოპროფილაქტიკის პროგრამა შემუშავებულია ორგანიზაციის მიერ, ფსიქოარსის დამფუძნებლის, გივი მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, „ანთროპოანალიზის“ ბაზაზე.

